|
2023-06-14 16:58:28, 680 ნახვა
საზოგადოება
მერია - ლოტკინის დასახლებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დანაგვიანებული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ლოტკინის დასახლებაში, დავით იოსელიანისა და მაჩხაანის ქუჩების მიმდებარედ დანაგვიანებული ტერიტორია დაასუფთავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 30 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისგან გაიწმინდა და მონიტორინგის მიზნით, კონტროლის გასამკაცრებლად ფოტოხაფანგები დამონტაჟდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო. „მსგავსი აქციებით, გარდა იმისა, რომ ვასუფთავებთ კონკრეტულ ადგილებს, ასევე, მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც კანონს არღვევს, ნუ დაანაგვიანებენ ქალაქს. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხვალიდან მკაცრად გაკონტროლდება და ფოტოხაფანგებიც მოეწყობა. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მოხდება რეაგირება და ჯარიმებიც გამოიწერება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. „თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)