|
2023-06-14 16:15:25, 658 ნახვა
საზოგადოება
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ტრადიციულად სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლის ბანკში გამართულ ღონისძიებას, რომელიც დონაციის აქციის პარალელურად, დონორებისთვის მადლიერების გამოხატვას მიეძღვნა, მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ,,სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დონაციის მნიშვნელობის შესახებ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სისხლის ბანკში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებას ემსახურება. აქ იმყოფებიან დონორები, რომლებიც წლების განმავლობაში უანგაროდ გასცემენ სისხლს და მათ მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, მადლობას ვუხდი ყველა მათგანს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის! საზოგადოებას შევახსენებ, რომ დონაცია გვჭირდება სიცოცხლის გადასარჩენად და ყველამ უნდა გავიაზროთ ამის მნიშვნელობა", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ყველა ჩვენგანს სისხლის გაღებით შეუძლია, სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანს!
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)