|
2023-06-12 15:21:42, 1390 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით Tbilisi Open Air 2023 ფესტივალი იწყება
„თიბისის“ მხარდაჭერით 23 ივნისს რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air იწყება. ფესტივალი 23, 24 და 25 ივნისს ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდება. 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას საყოველთაოდ ცნობილ უცხოელ არტისტებთან: Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul ერთად, ქართველი ბენდები Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვა მუსიკოსები დაიკავებენ. 23 ივნისს კი ფესტივალის მთავარ სცენაზე ინგლისელი შემსრულებელი Tom Odell წარსდგება. კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძება Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა, რომელსაც „თიბისი“ პირველივე წლიდან უჭერს მხარს. ფესტივალზე მონაწილეობა 1000-ზე მეტმა შემსრულებელმა მიიღო, მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები, როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel. „თიბისისთვის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალი თაობის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, მუსიკალური კულტურის საქართველოში პოპულარიზაცია და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ „თიბისი“ უკვე მე-14 წელია Tbilisi Open Air-ის მხარდამჭერია და მათთან ერთად დაუვიწყარ დღესასწაულსა და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მსმენელს. ფესტივალის აბონემენტისა და დღიური ბილეთების შეძენა „თიბისის“ ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის 10%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს - www.tkt.ge/openair
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)