|
2023-06-09 16:36:56, 700 ნახვა
საზოგადოება
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ატლანტას შტატის მოსამართლეები ენნ ჰარისი და ჯეიმს ბოდიფორდი ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრისას მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გამოწვევებზე ისაუბრეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პროკურორებმა და ადვოკატებმა ამერიკელ მოსამართლეებთან ერთად ნაფიც მსაჯულთა აცილებისა და თვითაცილების წესსა და სტანდარტებზე იმსჯელეს, ნაფიც მსაჯულთა წინაშე მტკიცებულებათა გამოკვლევისას გამოვლენილი ხარვეზები განიხილეს და მისი გადაჭრის გზებზე შეთანხმდნენ. „შეხვედრის მიმდინარეობისას, საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ჭეხანმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე, მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის საელჩოს უფროსმა მრჩეველმა მართლმსაჯულების საკითხებში, პატრიცია ვილდემურტმა. მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)