|
2023-06-08 18:47:13, 937 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში უნგრელი ტურისტების მოსაზიდად ბუდაპეშტში შეხვედრები გაიმართა
აჭარის პოპულარიზაცია ევროპულ ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა სპეციალური მიღება “ერთი დღე საქართველოში - გაიცანი აჭარა“, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით პრეზენტაცია ჩატარდა უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების, ტურ-ოპერატორების და ბლოგერებისთვის. მათ შორის ავიაკომპანია wizzair-ის, მედიაგამოცემების budapest time-ის, dailynews-ის, hungary-ისდა წამყვანი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. უნგრეთში გამართული შეხვედრების მიზანი, ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება და ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვაა. უნგრეთი აჭარისთვის ახალი სამიზნე ტურისტული მიმართულებაა, სადაც წელს რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები გამოქვეყნდა უნგრულ მედიასაშუალებებში, რომლის ჟურნალისტებიც ბათუმს მედიატურის ფარგლებში სტუმრობდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)