|
2023-06-08 11:38:56, 720 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი იწყება
8-18 ივნისს, თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი TBILISI PIANO FEST, რომელიც 2019 წელს დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალი ტარდება კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში, მასტერ-კლასები ეროვნულ სასახლეში, ხოლო ბოლო ორ დღეს, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დუდანა მაზმანიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, მარიამ ბაწაშვილისა და ბერლინის შტაატსკაპელეს ორკესტრის იტალიელი დირიჟორის, ჯუზეპე მენტუჩას ერთობლივი კონცერტები. „ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, ხოლო წლევანდელ სტუმართა შორის არიან ცნობილი პიანისტები ნიუ იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ბერლინიდან და, რა თქმა უნდა, ქართველი პიანისტები - ჰონენსის პრემიის გამარჯვებული ნიკოლოზ ნამორაძე და ლისტის კონკურსის გამარჯვებული მარიამ ბაწაშვილი. ასევე, ფესტივალში მონაწილეობას იღებს უკრაინული წარმოშობის გამოჩენილი პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი. ფესტივალი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს ყოველწლიურად აერთიანებს. ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტებს კი საშუალება ეძლევათ, ინტერაქტიურ ფორმატშიც იყვნენ მასტერკლასების მონაწილეები და უშუალო, საფესტივალო გარემოში მიიღონ გამოცდილება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)