|
2023-06-07 16:22:54, 679 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ლიფტების განახლება აქტიურად გრძელდება
საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წელს, უკვე 34 ლიფტია განახლებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ბუდაპეშტის II შესახვევი N7, N3ბ, N10; ვ. დოლიძის ქ. N15-N19; მ. ასათიანის ქ. N10ა; ა. მიცკევიჩის ქ. N23-N24; თ. იოსებიძის ქ. N51ა,ბ; გ. ფერაძის ქ. N7; ზ. ბენდელიანის ქ. N1-N3; გამსახურდიას გამზ. N35, II კვ კორპ. N7, I კვ კორპ. N6ა; ს. ცინცაძის ქ. N59, N83; ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N11, N18ა; ბალანჩივაძის ქ. კორპ. N8. „საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ბუდაპეშტის ქ. N10-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად ხორციელდება, განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით. სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 007 097 ლარი გამოიყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)