|
2023-06-07 14:51:03, 744 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სწავლება „დიდგორი 2023“ - ის წინამოსამზადებელი სემინარი გაიმართა
უწყებათაშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ორგანიზებით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სემინარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, „ეროვნული დონის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მიმოხილვა“ უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან კოორდინაციით ჩატარდა. სემინარს სწავლებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. „დაგეგმვის პროცესში მსგავსი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, რაც შესაძლებლობას შექმნის ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპების გათვალისწინებით სწავლებისთვის საჭირო სტრატეგიული დონის დოკუმენტები შემუშავდეს. უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი-2023“ წელს მეცხრედ ჩატარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)