|
2023-06-07 12:20:58, 1034 ნახვა
საზოგადოება
რესტორატორთა ასოციაცია - ვემიჯნებით და ვგმობთ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს
კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ძალადობის ფაქტი ყოველი რესტორატორის წლების განმავლობაში ნაშენებ საქმიან რეპუტაციასა და იმიჯს ბღალავს. "ჩვენ, რესტორატორთა ასოციაციის წევრები, კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ ბათუმში, რესტორან "რეტროში" მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს! ის, რაც სხვა და სხვა მედიასაშუალების და სოციალური ქსელის მეშვეობით ვიხილეთ, ამაზრზენია და ბღალავს არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ ყოველი რესტორატორის წლების განმავლობაში ნაშენებ საქმიან რეპუტაციასა და იმიჯს!!!",- წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებული რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მის ობიექტზე დასაქმებულ პირზე. 5 ივნისს, თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ამასთან ერთად, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა სოლიდარობის ნიშნად დატოვა. გარდა ამისა, 5 ივნისს, შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და ობიექტი დამატებით 30 000 ლარით დააჯრიმა. აღსანიშნავია ასევე, რომ რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გუშინ, 6 ივნისს გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)