20:21 - 18 Aug, 2026
|
2023-06-06 14:12:27, 815 ნახვა
საზოგადოება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 2,5 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, საჯიჯაო-ხიბულას მასივი მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფელ ლესიჭინეში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,5 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. „ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და 20 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)