|
2023-06-05 17:26:01, 933 ნახვა
საზოგადოება
TI - 2020 წლიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა დაფიქსირდა
2020 წლიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა დავთვალეთ. ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (TI) 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშში. როგორც TI-ის ანგარიშშია აღნიშნული, მედია გარემოს გაუარესებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ვინაიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეებზე ეფექტური გამოძიების არ ქონა კიდევ უფრო ამწვავებს და ახალისებს მათზე თავდასხმის შემთხვევებს იმ ფონზე, "როცა გრძელდება ხელისუფლების წარმომადგენელთა აგრესიული და დამამცირებელი განცხადებები კრიტიკული მედიის მისამართით". ანგარიშში ასევე საუბარია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზეც, რა დროსაც არაერთი ჟურნალისტი ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების გამო დაზიანდა და ნათქვამია, რომ მასშტაბური თავდასხმის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან. "დღემდე არ დასჯილან 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე მასშტაბური თავდასხმის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ტელეკომპანიების "მთავარის", "ფორმულასა" და "TV პირველის", ასევე On.ge-ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში იცავენ. სარჩელი მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის სათანადო პირობები", - წერია TI-ის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)