|
2023-06-05 11:46:35, 833 ნახვა
საზოგადოება
მედია - რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინსი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ
რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მოციგურავე წყვილს, დიანა დევისსა და გლებ სმოლკინს სპორტული მოქალაქეობის შეცვლის უფლება მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Skating Lesson-ი ავრცელებს. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახლა ისინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ, ხოლო ახალი სტატუსით სპორტსმენების დაშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ISU-მ (საერთაშორისო ციგურების კავშირი) უნდა მიიღოს, რაც შესაძლოა, მომავალ კვირას მოხდეს ან ოქტომბრამდე გადაიდოს. "მომავალ კვირას, ISU (საერთაშორისო ციგურების კავშირის) საბჭო შეიკრიბება და შესაძლოა გადაწყვიტოს - დაუშვას თუ არა რუს მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ამასთან, გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ოქტომბრამდე გადაიდოს",- ნათქვამია The Skating Lesson-ის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად მოციგურავე წყვილი ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ახალ ქვეყანაში და არ უნდა ასპარეზობდნენ რუსეთისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)