|
2023-06-01 11:01:10, 950 ნახვა
საზოგადოება
Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 დაჯილდოება 2 ივნისს გაიმართება
"თიბისის" პარტნიორობით, Forbes საქართველო 2023 წლის 30 წლამდელთა სიას 2 ივნისს წარადგენს. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვადასხვა სფეროში მიღწევებისა და წარმატების პოტენციალის საფუძველზე იღებენ. 2023 წელს პროექტში, ჯამში 400-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. ჟიურიმ, რომელიც კატეგორიის შესაბამისი სფეროს პროფესიონალებისგან შედგება გამარჯვებულები შემდეგ 6 კატეგორიაში გამოავლინა: მედია და მარკეტინგი, კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, ფინანსები. „ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობის მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ის ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს"- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორი. "თიბისი" უკვე მეორე წელია 30 Under 30-ის პროექტის მხარდამჭერია და ხელს უწყობს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებითა თუ სტარტაპებით შემოქმედებითი საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან. Forbes Gorgia-ს პროექტ 30 under 30-ის მთავარი პარტნიორები არიან "თიბისი" და გალფი, ორგანიზატორი კი კონსიერჟ თბილისია. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)