|
2023-06-01 10:08:03, 1149 ნახვა
საზოგადოება
გაატარე პირველი ივნისი BOG sCoolApp-თან ერთად და შეიქმენი დაუვიწყარი თავგადასავალი
"საქართველოს ბანკი" ყველაზე ფერად, ხალისიან თაობას და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ისთ ფოინთსა“ და „მთაწმინდის პარკში“ სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს. გაატარე 1-ლი ივნისი BOG sCoolApp-თან ერთად და აქციე ეს დღე დაუვიწყარ თავგადასავლად. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის მთაწმინდის პარკში sCoolApp-ის სივრცე მოეწყო, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, ითამაშონ სხვადასხვა სამაგიდო თამაშები და ფოტობასში გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები. ამასთან, მოსწავლეები მთაწმინდის პარკში, თოლიაში გადახდილი თანხის ნახევარს დაიბრუნებენ, ატრაქციონებზე კი 50%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. ამისათვის, საჭიროა შეთავაზებების BOG sCoolApp-ში გააქტიურება. წელს, "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის დასამახსოვრებელი ღონისძიება „ისთ ფოინთშიც“ გაიმართება, სადაც მოსწავლეები სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროში იმოგზაურებენ. კოსმოსური თავგადასავლების ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ჯადოსნურ სანახაობას და მიიღონ მონაწილეობა შემეცნებით აქტივობებში. ამასთან, გარე სივრცეში მოეწყობა 360°-იანი ციფრული ობსერვატორია და გაიმართება დიდი მსვლელობა მთავარ მოედანზე, სადაც მოსწავლეებს ბევრი საჩუქარი, ტკბილეული და სიურპრიზები დახვდებათ. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათზე ბუშტების წვიმით დასრულდება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. 1 ივნისს მოსწავლეებისთვის შეთავაზებები მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებს. sCool Card-ის მფლობელებს მაკდონალდსში, ბიბლუსში, თოლიასა და 100% ბამბაში გადახდილი თანხის ნახევარი დაუბრუნდებათ. შეთავაზებებით სარგებლობისთვის კი აუცილებელია, გაიაქტიუროთ შეთავაზებები sCoolApp-ში. აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)