|
2023-05-31 14:16:56, 798 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. მან ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ყოველდღიურად გაწეული მძიმე შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „პროფესიულ დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მინისტრ ვახტანგ გომელაურს; ყველას, ვინც პროფესიონალურად, ერთგულად, თავდადებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგის დაცვას, კანონის უზენაესობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას. მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ეწევით. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა პატივი მიაგო ყველა იმ პოლიციელის ხსოვნას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)