|
2023-05-31 13:24:47, 788 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე ქურციკიძის გარდაცვალებაზე - ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას - რაც მოხდა თავის დროზე უკანონო დაპატიმრების სახით, მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო
ძალიან სამწუხაროა, ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. რაც მოხდა თავის დროზე, უკანონო დაპატიმრების სახით, რეალურად, იყო ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა მაშინდელი რეჟიმის მიერ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ოთხი ფოტოგრაფის დაკავება ფოტოების გადაღების გამო, გაუგონარი მოვლენა იყო, რომლის გამო, შეშფოთება თავის დროზე, არავის გამოუთქვამს". „მხოლოდ ფოტოების გამო, ოთხი ფოტოგრაფი უკანონოდ დააპატიმრეს, ეს იყო უბრალოდ, გაუგონარი მოვლენა და აჩვენებდა მაშინდელი რეჟიმის სახეს. არ შემიძლია ისიც არ გავიხსენო, რომ მე არ მახსენდება შეშფოთებული განცხადებები ამ ფაქტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ასე უხეშად ირღვეოდა ადამიანთა უფლებები, ფოტოგრაფებს მხოლოდ ფოტოების გადაღების გამო იჭერდნენ, პირდაპირ ასე თავხედურად იქცეოდნენ, ამ ფონზეც კი ჩვენ არ გვახსოვს შეშფოთებები სხვადასხვა მიმართულებიდან. ეს იყო ძალიან მძიმე დრო. ყველას გვახსოვს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის კუთხით რა ვითარება იყო და მე კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც, რეალურად, გმირობა ჩაიდინა ამ ფოტოების გადაღება და შემდეგ გამოქვეყნებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროა ამ ადამიანის გარდაცვალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, რომელიც დღეს გარდაიცვალა, ნათია და ირაკლი გედენიძეებთან და გია აბდალაძესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს დამნაშავედ ცნეს. აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)