|
2023-05-31 11:02:45, 784 ნახვა
საზოგადოება
კადეტები საინფორმაციო შეხვედრებს თბილისში განაგრძობენ
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მარტის თვიდან კადეტები საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავენ. ამ ეტაპზე შეხვედრები თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. "კადეტები თბილისის 29-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლიცეუმის შექმნის ისტორიის, ლიცეუმში ცხოვრების პირობებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები სამხედრო ლიცეუმში მიღების პირობებით დაინტერესდნენ და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. 8 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე იგეგმება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ინფრასტრუქტურა დაათვალიერონ და ლიცეუმის საცხოვრებელ პირობებს გაეცნონ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას ყოველწლიურად ახორციელებს. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ცხრა კლასს ასრულებენ. მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ჩააბაროს მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში, ასევე გაიაროს სამედიცინო შემოწმება. რეგისტრაციისას საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ ვებ გვერდზე - cadet.mod.gov.ge მითითებული საბუთების ჩამონათვალი. ლიცეუმში მიღება კონკურსის წესითაა. მოსწავლემ უნდა გადალახოს ზოგად უნარებსა და მათემატიკაში დაწესებული ჯამური ქულის 30%-იანი ბარიერი და მოხვდეს ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივი კვოტის მიხედვით შედეგების მაღალ რეიტინგულ სიაში. გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე. გასულ წელს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატება ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იანი ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)