|
2023-05-30 19:36:20, 935 ნახვა
საზოგადოება
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, ბათუმში პერფორმანსი - ,,სამი ამბავი ვაქცინაციაზე" გაიმართა
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, ბათუმში პერფორმანსი - ,,სამი ამბავი ვაქცინაციაზე" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პერფორმანსი ევროკავშირის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ინიციატივითა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, საზაფხულო თეატრის მიიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა. იმუნიზაციის კამპანია აპრილის თვეში დაიწყო და საქართველოში წლის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანიის მიზანია ბავშვთა იმუნიზაციის მაჩვენებლების გაზრდა და დაცვა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან. პერფორმანსი "სამი ამბავი ვაქცინაციაზე" მოძრაობის თეატრთან თანამშრომლობით შეიქმნა და მაყურებლებმა იმუნიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები უფრო ორიგინალური სახით მოისმინა. მსგავსი ტიპის ღონისძიება ხვალ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამფითეატრში გაიმართება.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)