|
2023-05-18 10:55:03, 1045 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით „ფერმერის სახლმა“ დაფნის პლანტაცია გააშენა
ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს აგრო მეწარმეების მხარდაჭერას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, „ფერმერის სახლმა“ ხობის რაიონ სოფელ პირველ ხორგაში, დაფნის პლანტაციები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 357,000 ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერის მოცულობამ 107,000 ლარზე მეტი შეადგინა. კომპანიამ, ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსებით და USAID-ის პროგრამით. პირველ ხორაგში დაფნის პლანტაცია ჯამურად 28 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, საიდანაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 7,200-მდე დაფნის ნერგი დაირგო. პლანტაციის გაშენება 2022-2023 წლებში განხორციელდა და, აქედან გამომდინარე, სრული მოსავლის მიღებას მეწარმე 2025 წლიდან ელოდება. „ყოველთვის მხარს ვუჭერთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს. მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკი „ფერმერის სახლის“ საიმედო ფინანსური პარტნიორია, რომელიც ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მუდმივად მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრო სექტორის გაჯანსაღებას“, - აღნიშნა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)