|
2023-05-17 11:15:58, 612 ნახვა
საზოგადოება
საჯარო ლექცია ნოტარიუსის პროფესიის შესახებ
როგორ გავხდე ნოტარიუსი, სტაჟირება, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი პროფესიის დასაუფლებლად, სტაჟირების კონკურსის წესი და პირობები - ამ და პროფესიის დასაკავებლად საჭირო სხვა ეტაპების შესახებ ნოტარიუსმა ეკატერინე ნანდოშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტ ,,პროფესია ნოტარიუსის" ფარგლებში ეკატერინე ნანდოშვილმა ნოტარიატის ისტორიასა და განვითარების ეტაპებზეც ისაუბრა, საჯარო ლექციის დასასრულს კი ნოტარიუსმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მომავალ იურისტებს სანოტარო სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მათივე ცნობით, სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნოტარიუსის პროფესიის შესახებ საჯარო ლექციების გამართვის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)