|
2023-05-16 10:04:29, 801 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) ორგანიზებით, გერმანელ ჟურნალისტებს საინფორმაციო ტური ჩაუტარდათ
ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) ორგანიზებით, გერმანელ ჟურნალისტებს საინფორმაციო ტური ჩაუტარდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას გერმანიის ელჩი საქართველოში ერნესტ პიტერ ფიშერი ესწრებოდა. „გერმანული მედიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე იმ პროექტებსა და მიმდინარე გეგმებს გაეცნენ, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ ხორციელდება საქართველოს დაცული ტერიტორიების, მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარების მიმართულებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით განხორციელებული პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რომლის ფარგლებში მოეწყო როგორც ადმინისტრაციული შენობები, ისე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკი მოინახულეს, სადაც პარკის ბიომრავალფეროვნებასა და მნიშვნელოვან სახეობებს გაეცნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)