|
2023-05-15 16:18:03, 834 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ლაშხმა კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
კასპის ტექნო პარკში, კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს პარლამენტის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, მარიამ ლაშხმა შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის წევრი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შესახებ და გააცნო საბჭოს მთავარი ფუნქციები. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა მნიშვნელოვანია გენდერული ცნობიერების ამაღლება სკოლის ასაკიდან დაიწყოს, რათა ადრეული ასაკიდანვე მოხდეს მათი ჩამოყალიბება და ფორმირება. შეხვედრაზე მოსწავლეებს ასევე ესაუბრნენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ონლაინ განათლებასა და ელექტრონული სწავლების პლატფორმებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)