|
2023-05-15 12:09:44, 768 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით სრულდება
პროექტი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს სამხედროების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები დასკვნით ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში საჯარო სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობდნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცის პროფესიას აცნობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ქალაქ ბათუმში, N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. „მათ მოსწავლეებს თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, კარიერული წინსვლის, საერთაშორისო სწავლებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯარისკაცებსა და მოსწავლეებს შორის დისკუსია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეების მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. „ჩვენი ჯარი“ თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება და ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები ქვეყნის მასშტაბით 1 301 სკოლას ესტუმრნენ. პროექტი მომდევნო სასწავლო წელსაც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)