12:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 09:22:33, 804 ნახვა

საზოგადოება
არც ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ და ყოველთვის მივიღებთ ქვეყნის ინტერესის დაცვის გადაწყვეტილებას - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა.

„ჩვენ დავკარგეთ 32 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში, გვყავს ასობით დაჭრილი და რომ არ მიგვეღო მისიის დატოვების დროულად გადაწყვეტილება, პრობლემა შეიქმნებოდა“, - აღნიშნა მან. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა პორტუგალიის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მისიის დატოვებაში გაწეული დახმარებისთვის.

„ბოლო საათები იყო ფაქტიურად, სანამ იქ დაისადგურებდა ანარქია და ჩვენ მოვახერხეთ და დავეხმარეთ მათაც კი, მისიის დატოვებაში. ცენტრალური აფრიკის შემთხვევაში, ევროკავშირის მისიაში ჩვენ 2014 წლიდან ვმონაწილეობთ, წელს იწურებოდა ჩვენი მისიის ვადა, სექტემბერში და ფრანგებმა, რომელიც იყო ხელმძღვანელი ამ მისიის და ჩვენ ფაქტიურად მათი ფრთის ქვეშ ვიყავით, დატოვეს მისია. 

გაზრდილი რისკები, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ და ყოველთვის მივიღებთ ქვეყნის ინტერესის დაცვის გადაწყვეტილებას.

ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოჯისტიკური ხარჯების მიმართულებით რამოდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენის მხრივ არაგონივრული ნაბიჯი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, რამოდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოჯისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics