|
2023-05-08 17:59:58, 928 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში ლიფტები რეაბილიტირდა
ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N3ა კორპუსში ახალი ლიფტები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, ე.წ. კარაჩაროვის ტიპის ძველი ლიფტები თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა, გამოიცვალა მოძრაობისთვის აუცილებელი მექანიკური დეტალები. ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, პარლამენტში ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, უკვე 36 ლიფტის განახლება დაფინანსდა, მათ შორის 15 ე.წ. კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლების პროექტია. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)