|
2023-05-08 16:50:48, 896 ნახვა
საზოგადოება
კასპის მერია - გაიცანით დალი კოტეტიშვილი - კასპის #4 საბავშვო ბაღის გამგე, 46 თაობის აღმზრდელი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას დალი კოტეტიშვილს - ქალაქ კასპის #4 საბავშვო ბაღის გამგეს აცნობს. მერიის ცნობით, კოტეტიშვილს მინიჭებული აქვს „წარჩინებული მასწავლებლის წოდება“. "გაიცანით დალი კოტეტიშვილი - ქალაქ კასპის #4 საბავშვო ბაღის გამგე, 46 თაობის აღმზრდელი. დალი კოტეტიშვილი საბავშვო ბაღის დაარსებიდან დღემდე, 46 წელია წარმატებით ხელმძღვანელობს სააღმზრდელო დაწესებულებას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ბაღია კასპის მუნიციპალიტეტში. მისი ხელმძღვანელობითა და თანამშრომლების მხარდაჭერით, საბავშვო ბაღში სასიამოვნო გარემოა შექმნილი. როგორც ამბობენ, მათთვის საბავშვო ბაღი მეორე ოჯახია, აღსაზრდელები კი საკუთარ შვილებად მიაჩნიათ. დღეს საბავშვო ბაღში უკვე აღზრდილების შვილები და შვილიშვილებიც სწავლობენ. მინიჭებული აქვს „წარჩინებული მასწავლებლის წოდება“. ახლახანს საბავშვო ბაღს გახსნიდან 46 წელი შეუსრულდა",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)