|
2023-05-08 13:09:44, 1149 ნახვა
საზოგადოება
კასიანოვი დროშის ჩამოხსნაზე - ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში
სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში,- ასე ეხმაურება საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხსნის ფაქტს. მისი თქმით, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი მიუღებელია და ამ ყველაფერზე ოფიციალური რეაქცია აუცილებლად იქნება. "აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი. აღნიშნულის შესახებ უკვე ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ოფიციალური რეაქცია ამ ყველაფერზე აუცილებლად იქნება",- განაცხადა კასიანოვმა. ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს თბილისში, ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია, ფაქტის ამსახველი კადრები კი, სოციალური ქსელით გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე რომელიმე ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალავა, რომელიც საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს აღმართული 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)