|
2023-05-08 13:05:25, 1006 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა იაპონიის სრულუფლებიან ელჩ იმამურა აკირასთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიან ელჩ იმამურა აკირასთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, გადადგმული ნაბიჯები და აქტივობები შეაფასეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყანაში ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. „უწყების ხელმძღვანელმა, ელჩს, მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მისიის უფროსის მოადგილე ბატონი სუზუკი ტოშიიუკი“,- აღნიშნილია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)