11:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 09:57:13, 778 ნახვა

საზოგადოება
„ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს

„ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  ადგილზე გაეცნო. ტყის აღნიშნული ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა, უნიკალური „იმერული მუხა” გხვდება,  ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვანად დააზიანა. 

ეროვნული სატყეო სააგენტო  „ქუთაისის მუხნარში” ტყის აღდგენის ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. სანიტარიული ჭრების პარალელურად, განხორციელდა როგორც დარგვის, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟე სამუშაოები.

„ქუთაისის მუხნარის ტყესთან დაკავშირებით ჩვენ არა მხოლოდ ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ გეგმებს განვიხილავთ, არამედ ტერიტორიის განვითარების იმ მოდელს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს  მოსახლეობას, ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.  წელს დავიწყებთ ტერიტორიის შესწავლას, მომზადედბა რეკრეაციული განვითარების გეგმა, რაც კერძო სექტორის და ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებისთვის დამატებითი სტიმული იქნება”, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგნტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. 

დღეისათვის, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰა-ს მოიცავს. დარგულია 9500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის, „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა.  პერიმეტრი სრულადაა შეღობილი და,  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების კარგი მდგომარეობა. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics