11:05 - 18 Aug, 2026
|
2023-05-07 19:16:32, 1101 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის პანდუსები მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოების ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამჯერად, კიდევ სამი კორპუსის - მუხიანის I მიკრორაიონის N17 კორპუსის IV სადარბაზოს, მუხიანის II მიკრორაიონის N18 კორპუსის IV სადარბაზოს და გლდანის V მიკრორაიონის N11 კორპუსის X სადარბაზოს ადაპტირება განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართებზე ელექტროპანდუსები დამონტაჟდა. სამივე პანდუსის მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 135 000 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს გლდანის გამგეობის მიერ ჯამში, 5 ელექტროპანდუსი და 1 შშმ ლიფტი დამონტაჟდა. შესრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)