|
2023-05-06 12:29:36, 1088 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის აჯიბადემის საერთაშორისო ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალს Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S. შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ რასიმ ტოპუზმა მოაწერეს. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებას. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისა და ჯანდაცვის პერსონალის მოკლევადიანი ტრენინგების ორგანიზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავებაც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)