|
2023-05-06 10:33:06, 1196 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო - მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში
მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზე. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, მონაწილეობა მიიღეს რენტგენო სკანერის გადაცემის ცერემონიაში, რომელიც ბათუმის აეროპორტში გაიმართა და მიზნად ისახავს აკრძალული საქონლის გამოვლენის შესაძლებლობის განმტკიცებას. „ეს ფაქტი გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხოლო საბაჟოსა და საზღვრის დაცვის უწყებებს, დაეხმარება აკრძალული და მასობრივი განადგურების იარაღის ტრეფიკინგის აღკვეთაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)