|
2023-05-05 14:06:52, 1099 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსია დაინტერესებულმა მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსია დაინტერესებულმა მხარეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ახალი კონცეფცია, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავდება, არსებულ სფეროში ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიზნებისა და ხედვების განმსაზღვრელი დოკუმენტი იქნება. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებული მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რომელიც საბოლოო დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მიზნად ისახავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ასევე სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის საერთო ბიუჯეტი 56 500 000 შვედურ კრონას შეადგენს. პროექტის განხორციელების პერიოდად განსაზღვრულია 2021-2024 წლები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)