10:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 10:59:01, 913 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში, ნოსტეს I შესახვევში, საყრდენი კედელი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს I შესახვევში გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, 34 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, უსაფრთხოების მოაჯირი დამონტაჟდა და ასევე, გზის საფარი 850 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ტერიტორიის ერთ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო, გარკვეულ მონაკვეთზე კი, ბეტონის გზა მოეწყო.

შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

„ნოსტეს I შესახვევში გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც აუცილებელი გახდა საყრდენი კედლის მშენებლობა. მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უძნელდებოდა, განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის დროს. ამ პროექტით ინფრასტრუქტურული პრობლემები აღმოიფხვრა, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდა და უსაფრთხო გახდა“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან ჯამში 175 328 ლარი დახარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics