|
2023-05-04 21:58:54, 895 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 5 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო (მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ახალი გასასვლელების მოწყობის მიზნით) სამუშაოების გამო, დროებით შეჩერებული იქნება სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი, მოქმედი გასასვლელების მუშაობა. ამასთან, გაცნობებთ, რომ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გარკვეული შეფერხებით გადაადგილება, დროებით განხორციელდება სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილი სათადარიგო გასასვლელებით. აქვე გაცნობებთ, რომ მგზავრთა მიმართ საზღვრის კვეთის პროცედურები 24 საათიან რეჟიმში, უცვლელად/შეუფერხებლად განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრების/მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)