|
2023-05-04 09:42:20, 647 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
ნოტარიუსებმა პროფესიული დღე აღნიშნეს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე აღინიშნა ნოტარიუსის უმნიშვნელოვანესი როლი სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში და მისი წვლილი ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვაში. "სიგელები და საჩუქრები გადაეცა იმ ნოტარიუსებს, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის 30-წლიანი სტაჟი შეუსრულდათ. მადლობის სიგელები მიიღეს ნოტარიუსებმა: დავით ბედიანაშვილმა, ქეთევან მამუკაშვილმა, მაია წიკლაურმა, ნინო სუხაშვილმა, ლიანა გოგიაშვილმა, ქეთევან ოდილავაძემ და თეიმურაზ გეგეშიძემ. წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ პენსიონერი ნოტარიუსები. ღონისძიებაზე ნოტარიუსის საქმიანობის ამსახველი ორი ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. ღონისძიებაზე სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. პროფესიული დღე კოლეგებს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ მიულოცა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)