08:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 16:11:39, 845 ნახვა

საზოგადოება
სენაკის სამხედრო ბაზას პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო ბაზას საგანმანათლებლო პროექტში „სამხედრო საქმე“ ჩართული სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ.

„ახალგაზრდებმა სენაკის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

ღია კარის დღეები პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში  თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics