|
2023-05-01 23:45:33, 837 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - ლგბტ პროპაგანდამ შესაძლოა კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა დრამატულად გაზარდოს
ლგბტ-პროპაგანდამ შესაძლოა დრამატულად გაზარდოს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია „იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც საუბარია „გელაპის“ კვლევის შედეგებზე. მისივე თქმით, "გელაპის" კვლევამ ერთ-ერთი ქვეყნის მაგალითით აჩვენა, რომ ლგბტ პროპაგანდამ დრამატულად გაზარდა კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა, აქედან გამომდინარე ამ საკითხზე სახელმწიფოს სერიოზული დაფიქრება მართებს. „თანამედროვე მსოფლიოში ძალიან აქტუალური გახდა ეს საკითხი. თქვენ გახსოვთ ალბათ წლების განმავლობაში კონცეფცია იმის შესახებ, რომ პროპაგანდამ არ შეიძლება ამ მიმართულებით ვიღაცის რაოდენობა გაზარდოს ან შეამციროს, მაგრამ რასაც „გელაპის” კვლევაში ვკითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ პროპაგანდას შეუძლია გარკვეული რაოდენობის ზრდა, და თან არა უბრალო ზრდა, არამედ სერიოზული ზრდა. გელაპის” კვლევას თუ დავუჯერებთ (ეს არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია) ამბობს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში [ლგბტ-პროპაგანდამ] გაზარდა დრამატულად კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა. ჩვენ გვმართებს, რომ ამაზე სერიოზულად ვიფიქროთ. ეს არ არის მარტივი თემა, ერთ-ერთი ძალიან სენსიტიური თემაა და თემა, რომელსაც თავისი განშტოებები აქვს და ყველა განშტოებას თავისი მიმდევარი ჰყავს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისით”, - განაცხადა მდინარაძემ. „ექსპრესნიუსის” რედაქცია ემიჯნება დეზინფორმაციულ და ჰომოფობიურ განცხადებებს.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)