|
2023-05-01 11:13:05, 781 ნახვა
საზოგადოება
ქართველ მეხანძრე-მაშველებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ცეცხლგამძლე ფორმები გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელშეწყობით, ცეცხლგამძლე სახანძრო-სამაშველო ფორმები გადაეცა. შსს-ს ცნობით, სპეციალური ფორმების გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. "სტუმრებმა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თურქეთის პრეზიდენტის მიერ ქართული სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელისთვის სპეციალური ჯილდოს - „უმაღლესი თავდადების ორდენის“ გადაცემას. თურქეთის ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთში განხორციელებული სამაშველო მისიისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (AFAD) შორის 2018 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას. მას შემდეგ ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე ქართველი მაშველების გადამზადების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთში არაერთი სწავლება და ქართველი მაშველების გადამზადების პროგრამა განხორციელდა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)