|
2023-04-29 10:51:10, 918 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერმედეგობის გაძლიერებას. პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოებისა და ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, კერძო სუბიექტების კიბერრისკებისა და საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის გაუმჯობესებას; ასევე, ემსახურება ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, ითვალისწინებს კიბერთავდაცვის და რეაგირების/აღდგენის ღონისძიებების იდენტიფიცირებას და განხორციელებას. მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, რათა ენერგიის მიწოდება არ იყოს გამოყენებული როგორც იარაღი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. აღნიშნული პარტნიორობა შექმნის ძლიერ, უსაფრთხო ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კეთილდღეობას და სუვერენიტეტს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა და ენერგო-პრო ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე. ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერინციდენტების მართვის შესახებ გამოცდილებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორს გაუზიარებს, რაც კიბერშეტევებისგან თავის დაცვასა და ინციდენტებზე დროულ რეაგირებას შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, მემორანდუმის ხელმომწერი ყველა მხარე საქართველოს ენერგოსექტორის ერთიანი, მძლავრი, კიბერშეტევებისგან დაცული სისტემის შექმნაში ერთობლივ წვლილს შეიტანს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)