|
2023-04-28 12:37:40, 967 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ შევძლებთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული
ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკური ზრდის კუთხით გაგრძელდება მომავალ თვეებში და ჩვენ შევძლებთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები. „საქსტატის" ინფორმაციით, 2023 წლის მარტში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენცია და 7.3% შეადგინა, რაც აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის მარტშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ს გაუტოლდა. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტისა და დასაწყობებისა და ვაჭრობის სექტორებმა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციებიც. „მარტში ექსპორტის დაახლოებით 33-პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ხოლო ტურიზმის შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ველოდებით", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)