07:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 11:31:33, 875 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა.

ახალი ლოკაცია, პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ რიგით მეოთხე ფილიალია. 

„საქართველოს ბანკთან" უკვე წლებია ვთანამშრომლობთ და მათი მხარდაჭერით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხნა. ეს არის სასიამოვნო სიახლე იმ მომხმარებლისთვის, ვის კვების რაციონშიც განსაკუთრებული ადგილი ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს უჭირავს.

ტრადიციულად, აგროჰაბში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ჩვენი წარმოების ყველა ის პროდუქტი, რომელიც ყველა ჩვენს არსებულ ფილიალში ცენტრალური საწარმოდან მარაგდება. ესენია, როგორც 100% ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტები და აგროჰაბის ფერმებიდან ნედლი ხორცი, ასევე ნახევარფაბრიკატები, ზღვის დელიკატესები, ჩვენი სასათბურე მეურნეობის ბოსტნეული, ფრანგული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი და სხვა მრავალი პროდუქტი“, - აღნიშნავს „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე.

„ქართულ ბაზარზე „აგროჰაბის“ განმასხვავებელი ფაქტორი ბიზნეს კონცეფციაა, რომელიც ორგანული, ნატურალური, ჯანსაღი საკვები-პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოხარული ვართ, რომ აგროჰაბთან ჩვენი პარტნიორობა უკვე მრავალ წელს ითვლის და ამჯერად, კიდევ ერთი, ახალი ფილიალის გახსნას შევუწყვეთ ხელი. მსგავსი სახის პროექტები ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას. მეორე მხრივ, კი ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესს აძლევს მეტ მოტივაციას აკეთოს ახალი, საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს ასევე "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გაისხნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და დანერგილია წარმოების უახლესი ტექნოლოგიები. სწორედ აღნიშნული საწარმოდან მარაგდება ყველა ფილიალი. წლის ბოლომდე კი, თბილისში „აგროჰაბის“ კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics