|
2023-04-27 11:16:38, 1675 ნახვა
საზოგადოება
სუდანიდან ევაკუირებული მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. რეისი, რომლითაც ქვეყანაში Geo Sky-ის 20 თანამშრომელი ჩამოიყვანეს, ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. Geo Sky-ის ხელმძღავენლის, შალვა კიკნაძის განცხადებით, საქართველოს 33-ვე მოქალაქე სუდანიდან ევაკუირებულია, თუმცა ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებულთა შორის მხოლოდ ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომლები არიან. „უშუალოდ ჩვენს კომპანიას ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მინისტრის მოადგილესთან, მუდმივ კავშირზე ვიყავით. თავის მხრივ, პროცესში ჩართული იყო საქართველოს საელჩო თურქეთში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. დარჩენილი 13 ადამიანი არის ავიაკომპანია კომანია Myway-ის თანამშრომელი. თითქმის შეუძლებელი იყო ყველას ერთ რეისზე მოხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ადგილები შეზღუდული იყო. ისინი ხვალ ჩამოფრინდებიან იგივე დროს“,- განაცხადა Geo Sky-ის ხელმძღავენლმა, შალვა კიკნაძემ. ცნობისთვის, სუდანში, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 459 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 072 დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. საქართველოს 35-მდე მოქალაქე სუდანის დატოვებას 25 აპრილამდე ვერ ახერხებდა, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა და ისინი ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე იმყოფებოდნენ. ამასთან, გუშინ, 26 აპრილს ავიაკომპანია Myway Airlines-მა გაავრცელა განცხადება, რომ კოპანიის თანამშრომლები, რომელთა ტრანსპორტირებაც სუდანის საზღვრიდან უკვე განხორციელდა, კაიროში იმყოფებოდნენ, საიდანაც მათი საქართველოში ჩამოყვანა მოხდებოდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)