|
2023-04-27 11:08:22, 1653 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, აპექს დეველოპმენტი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკის მიერ 6.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერით, სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი, 20 სართულიან მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, „აპექს ნუცუბიძე“, აშენებს. საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსის მშენებლობა მოიცავს 8000 კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს პარკინგით, რომელიც აერთიანებს კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს. კომპლექსი უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი ლანდშაფტით. საცხოვრებელი კომპლექსიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები მთელ თბილისზე. „აპექს ნუცუბიძე“ 2025 წელს დასრულდება და ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ. „სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი ბაზარზე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და მომხმარებელს განსხვავებული კონცეფციისა და სტანდარტების მშენებლობას ვთავაზობთ. ვქმნით თითოეული ინდივიდისთვის სასურველ კომფორტს. ჩვენი მისიაა საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული გარემო. „აპექს ნუცუბიძე“, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე მაღალსართულიანი კომპლექსია. ამ სივრცეს პანორამული ხედები და განსაკუთრებული ადგილმდებარეობა გამოარჩევს. მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით, მრავალფუნქციურ კომპლექსს ვაშენებთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ“, - განაცხადა აპექს დეველოპმენტის დირექტორმა, გიორგი ბაქრაძემ. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის და, მათ შორის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)