|
2023-04-26 14:09:19, 620 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს. კახა კალაძემ ელჩს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები განსაკუთრებულია და ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ ამ მეგობრობისა და პარტნიორობის გასაღრმავებლად. ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივია, სიამოვნებით გავიზიარებთ ისრაელის ქალაქების გამოცდილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტექნოლოგიების, სერვისების მიმართულებით თუ სხვა სფეროში. ვფიქრობ, ასევე, დიდი პოტენციალი გვაქვს საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძე თავის მხრივ, ჰადას ესტერ მეიცადმა გამოთქვა მზაობა, რომ ხელი შუწყოს ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)