|
2023-04-25 15:30:21, 768 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მიხედვით, სამეულშია
2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ბაზისბანკის მთლიანმა აქტივებმა 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მიხედვით, ბაზისბანკი ტოპ სამეულშია. საკრედიტო პორტფელმა 1.15 მილიარდი ლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ კვარტალში, პორტფელის ზრდამ 86 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 7.5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ფიზიკური პირების სესხების მოცულობამ 886 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის სადეპოზიტო პორტფელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 275 მილიონი ლარით, 1.9 მილიარდ ლარამდე გიაზარდა. მათ შორის, იურიდიული პირების დეპოზიტების ზრდამ 261 მილიონი ლარი, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდამ 14 მილიონი ლარი შეადგინა. "ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ბანკის სწორი რისკების პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული საბანკო პროდუქტებისა და საუკეთესო სერვისის მიწოდებას და მხარს ვუჭერთ მათი ფინანსური გეგმების წარმატებით განხორციელებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე საქმიანობის 30 წლიანი ისტორიით, ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში", - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)