|
2023-04-25 13:05:25, 848 ნახვა
საზოგადოება
IRI - მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად EU-ს ასახელებს
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. IRI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს. დასაშვები იყო რამდენიმე პასუხის გაცემა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 63% მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, 47% - აშშ-ის, 27% - უკრაინას, 18% - თურქეთს, 16% აზერბაიჯანს, 12% - დიდ ბრიტანეთს, 8%, რუსეთს, 8% სომხეთს, 8% ისრაელს და ა.შ.
IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)