|
2023-04-25 10:49:53, 832 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია
სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მომსახურების სრულად აღდგენის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა. აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS - ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით. შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)