|
2023-04-24 14:53:34, 866 ნახვა
საზოგადოება
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები - პრემიერ-მინისტრმა გვითხრას საბოლოო პასუხი, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ისინი მედიკამენტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან. როგორც მშობლებმა ცოტა ხნის წინ თქვეს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ბრძოლას განაგრძობენ. "ჩვენ მშობლები ვართ ძალიან მკაცრნი, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში გაყინულნი და დამცირებულნი. ასეთი არასდროს არ ვყოფილვართ, მაშინაც არ ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როდესაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე. ჩვენ წუხელ გვქონდა უმძიმესი ღამე - ვიყავით წვიმაში, სიცივეში და კანკალში, მაინც არავინ არ მოგვაქცია ყურადღება. ამიტომ, ახლა ველოდებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, გვითხრას საბოლოო პასუხი, გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს. წავალთ ჩვენ აქედან სახლში მედიკამენტის მიღების დაპირებით არა, დაზუსტებით. ჩვენ ერთი წელი ვითმინეთ, წელიწადი და ოთხი თვე ჯანდაცვის სამინისტროდან დაპირება, ყოველდღიური და ყოველთვიური. ამიტომაც, არანაირი დაპირება, მხოლოდ და მხოლოდ გვითხრას გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს, ჩვენს შვილებს სწირავს თუ არა სამუდამოდ ტკივილისთვის, ტანჯვისთვისა და ინვალიდობისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს. ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ, მშობლები არ დავიღლებით", - აცხადებენ მშობლები. შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეექვსე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ცდილობენ. რამდენიმე დღის წინ, მათთან შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გამართა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)