|
2023-04-20 15:43:45, 748 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები
2022 წელს, საქართველოს მთავრობამ მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი ,,2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა’’, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ევროკავშირის გარემოს დაცვის პოლიტიკასთან მაქსიმალურ დაახლოებას,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის უმთავრეს ფუნდამენტს გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ხელისუფლების მხრიდან, უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. „2022 წლიდან ამოქმედდა ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც შემოიტანა ახალი ვალდებულებები სამრეწველო სექტორისთვის. საწარმო, რომელიც საქმიანობის პროცესში გარემოს დააბინძურებს, ვალდებულია, გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად გასწიოს სათანადო ღონისძიებები და გაიღოს ამისთვის საჭირო თანხები. ჩვენ, ამ ახალი ვალდებულებების შესასრულებლად, უკვე გავატარეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ზედამხედველობის დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც მუშაობენ კანონის აღსრულების მიმართულებით“,- განაცხადა მინისტრმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)